მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 27 აგვისტო
თევზაოს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
სერვისის შესახებ
თევზაო არის თემზე დაფუძნებული პლატფორმა სათევზაო ადგილების აღმოსაჩენად, დასამატებლად და გასაზიარებლად. ადგილების ნაწილი მომხმარებლების მიერ არის დამატებული.
ანგარიში და კონტენტი
- პასუხს აგებ შენი ანგარიშის და დამატებული კონტენტის (ადგილები, ფოტოები, შეტყობინებები) სიზუსტესა და კანონიერებაზე.
- აკრძალულია უკანონო, შეურაცხმყოფელი, სპამური ან სხვისი უფლებების დამრღვევი კონტენტი.
- მოდერატორებს უფლება აქვთ წაშალონ ან უარყონ კონტენტი წესების დარღვევისას.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- ადგილების კოორდინატები შესაძლოა მიახ ლოებითი იყოს, გადაამოწმე ნავიგაციამდე.
- თევზაობის ნებართვები, სეზონები და დაცული ტერიტორიების წესები შენ თვითონ უნდა გადაამოწმო ადგილობრივად.
- აპი მოწოდებულია „როგორც არის"; უსაფრთხოებაზე და ბუნებრივ პირობებზე პასუხს შენ აგებ.
მონაცემების ავტომატური მოპოვება
აკრძალულია საიტის მონაცემების (ადგილები, კოორდინატები, აღწერები, ფოტოები, მომხმარებელთა კონტენტი და ა.შ.) ავტომატური, მასობრივი შეგროვება, ასლის აღება ან ხელახლა გამოქვეყნება (scraping, crawling, data mining) ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით. ეს მოიცავს ბოტებით, სკრიპტებით ან სხვა ავტომატური საშუალებებით საიტის API-ის ან გვერდების მასობრივ დამუშავებას. ამ პირობის დარღვევა ანგარიშის დაუყოვნებელ დაბლოკვას და შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გამოიწვევს.
ცვლილებები
პირობები შეიძლება განახლდეს. არსებითი ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთ აპში.