რა არის Premium
Premium ანგარიშის დონის სტატუსია. თუ ის შენს ანგარიშზე გააქტიურდება, ავტომატურად ვრცელდება შენს ყველა მაღაზიასა და კერძო მეურნეობაზე ერთდროულად, ცალკეული ბიზნესის ცალკე გადახდა არ გჭირდება.
როგორ ხდება გააქტიურება
ამ ეტაპზე Premium ხელით გააქტიურდება. დაგვირეკე 551 776 992-ზე ან დატოვე განაცხადი ტელეფონით/ელფოსტით, შევათანხმებთ პირობებს და შემდეგ გავააქტიურებთ შენს ანგარიშზე შენ მიერ არჩეული ვადით.
ვადა და განახლება
Premium აქტიურია გადახდილი ვადის ბოლომდე. ავტომატური განახლება არ ხდება, ამიტომ ახალი პერიოდისთვის ხელახლა უნდა მოგვმართო. ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიში უბრუნდება უფასო ტარიფს და შენი ბიზნესი მაინც რჩება რუკაზე ჩვეულებრივი, საბაზისო სახით.
გაუქმება და თანხის დაბრუნება
Premium-ის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა ის აქტიური რჩება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე. რადგან გადახდა ინდივიდუალურად ხდება, თანხის დაბრუნების საკითხებსაც პირდაპირ კონტაქტით წყვეტთ ჩვენთან ერთად.
რას მოიცავს და რას არა
Premium გაძლევს სრულ, ცალკე გვერდს, ფოტო და ვიდეო გალერეას, გამორჩეულ ოქროსფერ პინს რუკაზე, პროდუქტების ულიმიტო რაოდენობას, განცხადებებისა და კუპონების გამოქვეყნების საშუალებას და შეფასებებზე პასუხის დაწერის უფლებას. ნახვების სტატისტიკა, ჯავშნის მიღება და საკონტაქტო ღილაკები ყველა ბიზნესის მფლობელისთვისაა ხელმისაწვდომი, Premium-ის გარეშეც.
მობაილ აპლიკაცია
Premium-ის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ ბრაუზერიდან, tevzao.ge საიტზე. უკვე გააქტიურებული Premium ფუნქციები კი ჩვეულებრივად მუშაობს მობილურ აპლიკაციაშიც.